ზურაბ ქადაგიძე: მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ფედერიკა მოგერინის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია “ღირებულებების” ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ – კისრამდე ნაგავში ტივტივებენ”- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის მდგომარეობა ქართულ ანდაზას ახსენებს.

“ფედერიკა მოგერინის საქმეზე, ქართული გამოცანა გამახსენდა – “გარეთ ატლასი, შიგნით ათასიო”…

როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია “ღირებულებების” ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ – კისრამდე ნაგავში ტივტივებენ.

მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა.

აი ეს არის ე.წ. “ბრიუსელის პრინციპულობის” ნამდვილი სახე: გარედან ატლასი – ქადაგება ევროპულ ღირებულებებზე და შიგნიდან ათასი – სიბინძურე და კორუფცია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...