ზაალ მიქელაძე: „იგლ ჰილსის“ პროექტი უსიცოცხლო, მიტოვებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს და ხვალ-ზეგ ეს ტერიტორია იქცევა უზარმაზარ კერად, სადაც ყველას მოუნდება მისვლა

„იგლ ჰილსის“ პროექტის მნიშვნელობაზე მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტის, მხოლოდ სუფთა კომერციული ნაწილია დაფარული და დანარჩენი პუნქტები საჯაროა.

„განსაკუთრებულად ბათუმში კარგად ჩანს, თუ რა არის ბიზნესი. პირობითად, მე თუ ვიღაც მომყიდის 500 დოლარად კვადრატულ მეტრს, შეიძლება სხვას 700 დოლარად მიყიდოს. იმის გამო, რომ მე შედარებით იაფად მომყიდა კვადრატული მეტრი, სანაცვლოდ მთხოვს, რომ ეს ნაწილი არ გავასაჯაროო იმიტომ, რომ ბიზნესი მოითხოვს ასე. „იგლ ჰილსის“ ხელშეკრულების პუნქტებიდანაც, მხოლოდ სუფთა კომერციული ნაწილია დაფარული და დანარჩენი პუნქტები ღიაა. „იგლ ჰილსის“ პროექტი უსიცოცხლო, მიტოვებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს და ხვალ-ზეგ ეს უსიცოცხლო ტერიტორია იქცევა უზარმაზარ კერად, სადაც ყველას მოუნდება მისვლა. ეს დღე დადგება გარწმუნებთ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...