2 დეკემბერი, სამშაბათი, 2025
2 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ „ენერგოატომში“ კორუფციული საქმის ფარგლებში ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ტიმურ მინდიჩი უკრაინაში არ იმყოფება, გამოძიება ეჭვმიტანილს ვერ დაუკავშირდა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქმე შესაძლოა, ინტერპოლს გადაეცეს მინდიჩის დასაკავებლად.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტოკორუფციულმა ბიურომ ბიზნესმენის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობრის, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელის ტიმურ მინდიჩის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა. მედიასაშუალების ცნობით, მინდიჩმა უკრაინა ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.

ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ კორუფციულ სქემას, რომლის ორგანიზატორად ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“.

უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აღნიშნავენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. საუბარში რამდენიმე მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები