ნანა ჟორჟოლიანი: ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ

ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მიზეზად პირბადეების შეძენას ასახელებს.

მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარჯა, რაც დაახლოებით 2 მილიონ 400 ათას პირბადეს უდრის.

“ნანუკას ფონდის დაყადაღების მთავარი მიზეზი პირბადეების შეძენაა.
600 ათას ლარამდე დაიხარჯა თავდაცვის საშუალებებში და აქედან 80% პირბადეების ხარჯი იყო.

ათი ათასობით პირბადე დავარიგეთ და წარმოიდგინეთ ასე რომ არ მომხდარიყო.
როგორ უნდა მითხრას მბრალდებელმა რომ არასაჭირო ხარჯი იყო, როცა პირდაპირი გაგებით გვწამლავდნენ“- წერს ნანა ჟორჟოლიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...