ოთარ გრიგოლია: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?

ანუ, რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ? – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, ოთარ გრიგოლია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გამოდის, რომ აქტივისტებს არც პოლიციისთვის მიუმართავთ და არც ქართული მედიისთვის, ჩასაფრებულები ელოდნენ, სანამ BBC ჩამოვიდოდა, ამით კი თანამებრძოლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.

გრიგოლია მიიჩნევს, რომ წინსწარ გაწერილი რეაქციები და ერთნაირი განცხადებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი.

“ანუ, რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?

არც პოლიციისთვის მიუმართავთ და არც ქართული მედიისთვის, ჩასაფრებულები ელოდნენ, სანამ BBC ჩამოვიდოდა?

ხალხიც კი არ გააფრთხილეს, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ვაიდა, კიდევ გამოეყენებინათ, ასობით თანამებრძოლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს?!

გარდა ამისა, წინასწარ გაწერილი რეაქციები, ერთნაირი განცხადებები და 9 აპრილის უხეში პარალელები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი, მცდელობა, უკვე ჩამქრალი პროტესტის მუხტი ხელოვნურად გააცოცხლონ.

ყველაფერს აქვს საზღვარი !”- წერს ოთარ გრიგოლია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...