1 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
1 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი- BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში „არსენალი“ BBC-ის გამოძიებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ რამდენად საფუძვლიანია „ბი-ბი-სი-ს“ ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების თაობაზე და მნიშვნელოვან გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.

ალადაშვილი BBC-ის ჟურნალისტების ნათქვამს ციტირებს, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.
ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ის მართლაც არის კარგი გამხსნელი, „ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება… წყალში!“

„ბრიტანულმა BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს-მ ბოლო წლებში მიტინგების დაშლისას თითქოს გამოიყენა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით ხმარობდნენ…
BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ (Camite) უწოდეს“.

„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ იყენებდნენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით – რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, – წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

„UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე, ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

რაც შეეხება BBC-ის მხრიდან მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა „ქიმიური სითხე UN1710“ – ტრიქლორეთილენი და „ქიმიური ფხვნილი UN3439“- ბრომბენზილციანიდი…
BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.

ტრიქლორეთილენი – C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი (მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ), ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება… წყალში!
„კამიტად“ მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი -C6H5CHBrCN, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ, ასევე, მცირედ იხსნება წყალში…

ამასთან, ბრომბენზილციანიდი „ჭამს“ ლითონს და ამიტომაც მას მინის ან ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ, შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც…“-ვკითხულობთ სტატიაში.

https://kvirispalitra.ge/article/139748-mtavari-versia-bbc-is-skandalur-statiaze-cqalmtqorcni-mankanebis-avzebis-kimiuri-ekspertiza-bevr-kitxvas-gascems-pasuxs/

ავტორი:

ბოლო სიახლეები