„ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, BBC-სთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
„ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო, მათ აღიარეს კიდეც, რომ მოატყუეს“, – თქვა ტრამპმა. „მათ შეცვალეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა მას უახლოეს დღეებში დაურეკავს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად სტარმერმა მასთან დაკავშირება სცადა, რომელიც ინციდენტის გამო „ძალიან შერცხვენილი იყო“.
https://www.reuters.com/world/trump-says-he-will-take-legal-action-against-bbc-next-week-2025-11-15/









