ნიკოლოზ სამხარაძე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის წევრი, ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე x-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მის კოლეგასთან, ლევან მახაშვილთან ერთად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის ფარგლებში ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა.

სამხარაძე ყირგიზეთის მოსახლეობას კეთილდღეობას და განვითარებას უსურვებს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCEPA-ს) საარჩევნო მისიის წევრის სტატუსით, ჩემს კოლეგასთან, ლევან მახაშვილთან ერთად ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. ყირგიზ ხალხს კეთილდღეობას და სტაბილურ განვითარებას ვუსურვებ“- წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...