ლევან ნიკოლეიშვილი-თუ ტრამპი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა 92%- ის ანულირებას აპირებს, საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. გააუქმოს დაწესებული სანქციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. სხვა შემთხვევაში ეს საუბარი ბლეფად დარჩება

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომ გაუქმდეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.

ნიკოლეიშვილის თქმით, თუ ტრამპი რეალურად აპირებს ამ გადაწყვეტილებების ანულირებას, პირველ რიგში საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

“ტრამპის გაბლარულ და ცოტა სასაცილო მესიჯებს, მართალია, დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ, რადგან დიდი ხანია დავკარგე რწმენა – რომ ის რეალურად ებრძვის “დიპ სტეიტს”, მაგრამ თუ გსურთ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ ჩემს სკეპტიციზმში, მარტივ ტესტს გთავაზობთ. თუ პრეზიდენტი ტრამპი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა 92% – ის ( ან ეს პროცენტი საიდან გამოიყვანა ) ანულირებას აპირებს, პირველ რიგში საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

სასწრაფოდ გააუქმოს დაწესებული სანქციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც 1 გრამი საფუძველი არ აქვს. სხვა შემთხვევაში ეს საუბარი ისეთივე ბლეფად დარჩება, როგორც აქამდე მისი არაერთი ლაილაი…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...