დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს OFSI-ის (ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისი) გამოცემულ გენერალურ ლიცენზიას, რომლითაც ბრიტანეთი უფლებას აძლევს ლეგალურად გაგრძელდეს ბიზნეს ოპერაციები Lukoil International Entities-თან.
დოკუმენტის მიხედვით, ლიცენზიაში გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში პირი შეძლებს გააგრძელოს ბიზნეს ოპერაციები თუ ტრანზაქციები Lukoil International-თან და მის შვილობილ კომპანიებთან.
გენერალური ლიცენზია, რომელიც ხუთშაბათს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ძალაში შედის 2025 წლის 27 ნოემბრიდან და სრულდება 2026 წლის 26 თებერვალს.









