დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ფილმის „ასი პოლკის კამპანიის“ ჩვენება და ისტორიული ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ჩინეთის სახალხო წინააღმდეგობას და მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვების 80 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიების გახსნამდე, ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობისკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. როგორც ელჩმა განაცხადა, წელს აღინიშნება ჩინელი ხალხის წინააღმდეგობისა და ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების 80 წლისთავი და ასევე აღინიშნება ტაივანის დაბრუნებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 80 წლისთავი.

ღონისძიების მიზანი იყო ისტორიული ფილმისა და ფოტოების საშუალებით კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლის მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება.









