ვეხმაურები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას არაბულ მრავალმილიარდიან კაპიტალდაბანდებაზე ტოქსიკური მითების მორიგ გაქარწყლებას: Eagle Hills-ის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება საქართველოს სასიკეთოდ, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მარგინალი პარტიების ფსევდოპატრიოტული ობსტრუქციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებთან ბრძოლა წარუმატებელი იქნება.
“ვეხმაურები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას არაბულ მრავალმილიარდიან კაპიტალდაბანდებაზე ტოქსიკური მითების მორიგ გაქარწყლებას:
Eagle Hills-ის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება საქართველოს სასიკეთოდ, ურეპუტაციო, მარგინალი “პარტიების” ფსევდოპატრიოტული ობსტრუქციის მიუხედავად. ეროვნულ ეკონომიკურ ინტერესებთან ბრძოლას სამარცხვინო, მანიპულაციური პროპაგანდით ვერ ექნება წარმატება.
ადვილად იშიფრება ნებისმიერი ვითომ დეკლარირებული პოლიტიკური პლატფორმის მქონე ესა თუ ის კანტორა – ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი, რომელიც მოქმედებს უცხოელ არაკეთილმოსურნეთა სასარგებლოდ, მაღალი ალბათობით, სხვადასხვა სარგებლის სანაცვლოდ.” – წერს აბაშიძე.









