25 ნოემბერი, სამშაბათი, 2025
25 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

ნანა კაკაბაძე- ნებისმიერ შეძლებულ არაბს შეუძლია შეიძინოს საქართველოში უძრავი ქონება და თუ აქ მასობრივი ჩამოსახლება უნდათ, რაში სჭირდებათ მილიარდობით ქონების ჩადება? თუ ამ კითხვას საკუთარ თავს დაუსვამს ქართველი, ის აღარ აღმოჩნდება ხელოვნურად გაღვივებული ისლამოფობიის ტყვეობაში და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კეთიდღეობის განვითარების პერსპექტივიდან შეხედავდა მოვლენებს

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე სოციალურ ქსელში წერს.

ის ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სვამს და ამბობს, რომ თუ ამ კითხვებს საკუთარ თავს დაუსვამს ნებისმიერი ქართველი, ის აღარ აღმოჩნდება ხელოვნურად გაღვივებული ისლამოფობიის ტყვეობაში და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კეთიდღეობის განვითარების პერსპექტივიდან შეხედავდა მოვლენებს.

არაბული ქალაქები“ საქართველოში – მითი თუ რეალობა?

დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში 6,5 მილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით – „იყიდება ქართული მიწები“, „იწყება არაბიზაცია“, „მრავლდება მეჩეთები“, „ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი“, „რა პასუხს გავცემთ წინაპრებს!“, „ინვესტიცია კი არა, არაბების ჩამოსახლების პროგრამაა“, „ქუდზე კაცი წინაპრების სისხლით მორწყული ქართული მიწის დასაცავად!“ და ა. შ. და ა.შ.

ჩვენ არ ვაპირეთ ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიციის დაცვას ან გამეორებას, გვინდა მხოლოდ დავსვათ ის კითხვები, რომლებიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე პატრიოტ ქართველს შეიძლება გაუჩნდეს.

1. იცით თუ არა, რომ აღნიშნული კომპანია რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ახორციელებს წარმატებულ დეველოპერულ პროექტებს, რომლებსაც დიდი ეკონომოკური მოგება მოაქვს ორივე მხარისთვის?

2. იცით თუ არა, რომ არსად ამ ქვეყნებში არ დამდგარა არაბიზაციის პრობლემა?

3. იცით თუ არა, რომ იგივე ისლამოფობიის მიზეზით მხოლოდ მონტენეგროში ჰქონდა ადგილი წინააღმდეგობას ამ კომპანიის პროექტების მიმართ და რატომ გვგონია, რომ მხოლოდ მონტენეგროში ცხოვრობენ პატრიოტი მოქალაქეები, ხოლო ათეულობით სხვა ქვეყანა სულ მოღალატეებითაა დასახლებული?

4. იცით თუ არა, რომ ჰოლივუდის ნახევარზე მეტი სწორედ არაბული ინვესტიციებითაა აშენებული?

5. იცით თუ არა, რომ არაბული ინვესტიციებით აშენებულ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა არაებების მასობრივი ჩასახლება?

6. იცით თუ არა, რომ მდიდარი და კეთილდღეობით ცნობილი ქვეყნებიდან ღარიბ ან საშუალო დონის ქვეყნებში მასობრივი ჩასახლება არ ხდება?

7. იცით თუ არა, რომ ქართველები სამუშაოდ და თუნდაც საცხოვრებლად საქართველოზე მაღალი კეთილდღეობის ქვეყნებში მიდიან და არა პირიქით?

8. იცით თუ არა, რომ ნებისმიერი ინვესტორი მხოლოდ მოგებაზე თვლის საკუთარ ინვესტიციას და თუ პარალელურად ადგილობრივი ქვეყნის ბიუჯეტიც მნიშვნელოვან მოგებას ნახავს, ეს მხოლოდ მისასალმებელია?

9. იცით თუ არა, რომ საქართველოში ბინადრობის და მით უმეტეს, მოქალაქეობის უფლებას არ იძლევა დეველოპერული კომპანიის საქმიანობა, ხოლო ის ვინც ძვირადღირებულ ბინებს თუ ოფისებს ფლობს, ის უზარმაზარ ქონების გადასახადს იხდის ბიუჯეტში?

10. და ბოლოს, იცით თუ არა, რომ სურვილის შემთხვევაში, ყოველგვარი მილიარდიანი ინვესტიციისა და დეველოპერული კომპანოების გარეშე ნებისმიერ შეძლებულ არაბს (თურქს, ირანელს, ევრუპელს თუ ამერიკელს) შეუძლია შეიძინოს საქართველოში უძრავი ქონება და თუ აქ მასობრივი ჩამოსახლება უნდათ, რაში სჭირდებათ მილიარდობით ქონების ჩადება?

თუ ამ კითხვებს საკუთარ თავს დაუსვამს ნებისმიერი გონიერი ქართველი, ის აღარ აღმოჩნდება ხელოვნურად გაღვივებული ისლამოფობიის ტყვეობაში და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კეთიდღეობის განვითარების პერსპექტივიდან შეხედავდა მოვლენებს”-წერს ნანა კაკაბაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები