გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას”.
გამსახურდია X-ზე წერს, რომ როგორც ჩანს კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს და თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელმაც ქვეყანა „კაპიკებზე“ გაყიდა.
„ვერ იცნობენ კარგად მანქურთები ბიძინა ივანიშვილს ეტყობა. თავიანთ სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ, მანიაკ ლიდერში ეშლებათ. რომელიც, 607 მილიონ დოლარად კი არა, ქვეყანას კაპიკებზე ყიდიდა და მეტ შემთხვევაში ჩუქნიდა კიდევაც, რუსებიდან დაწყებული ყველას. ეს მიშას აიფონზე მოღვაწე ქალი კიდევ, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვიძახით, რომ ეს ფული შანტაჟის საგანია და სხვა არაფერი.“- წერს გამსახურდია.









