ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.

მისივე შეფასებით, დროული იყო კანონის მიღება და ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან.

„ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ევრობიუროკრატიაზე – “და მათ ნამდვილად იცეკვეს”!

არა და საიდან დაიწყო – თავისთვის არიან, რა პრობლემაა, სიყვარული სიყვარულია და სახლში ხომ არ გვივარდებიან?!

ან როდის იყო ევრობიუროკრატია თავს გვახვევდა ერთსქესიანთა ქორწინებას?!

ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!“ – წერს ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...