ამირან სალუქვაძე „კრედიტ სუისის“ დავასთან დაკავშირებით ბოკუჩავას აღიარებაზე: გზავნილის გახმოვანება დაავალეს და ამანაც სასწრაფოდ გაახმოვანა – აქამდე ამტკიცებდნენ, ამ საქმეს პოლიტიკასთან არ აქვს შეხებაო და ახლა პირდაპირ გაახმოვანებინეს

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ დღეს, ბრიფინგზე განცხადების სახით გაკეთებულ სკანდალურ აღიარებას ეხმიანება.

ამირან სალუქვაძის განცხადებით, თინა ბოკუჩავას აღნიშნული გზავნილის გახმოვანება დაავალეს, რამდენადაც აქამდე მას მსგავს თემასთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია ბრიფინგი, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავის პოლიტიკასთან შემხებლობას ადასტურებს, რასაც აქამდე უარყოფდნენ.

„ამ გზავნილის გახმოვანება დაავალეს და ამანაც სასწრაფოდ გაახმოვანა: “თუ გააკეთებ, რასაც გეუბნებით, მილიარდს დაიბრუნებო”.

როდის იყო ბოკუჩავა ამ თემაზე ბრიფინგს აწყობდა?! გუშინ გავრცელდა თუ არა სასამართლოს განაჩენი, მყისიერად ბრიფინგი დააანონსა. ასე იყო დაგეგმილი.
აქამდე ამტკიცებდნენ ამ საქმეს პოლიტიკასთან არ აქვს შეხებაო და ახლა პირდაპირ გაახმოვანებინეს“,- წერს ამირან სალუქვაძე.

facebook.com/reel/32711031698511235/?rdid=BJIa8jApWNyzRrJw&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2Fv%2F14XJ4kEnDY2%2F#

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...