კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდისგლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია „თანმიმდევრულ პოლიტიკაში“? და როგორია მდგრადი განვითარების ინდიკატორების მიხედვით სხვადასხვა მმართველობითი ორგანოების და უწყებების კოორდინაციის მახასიათებლები.  

გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი მე-13 ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD -ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია:  იაპონია, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია,ნიდერლანდები, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი,  ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი.
ამასთან საქართველო რეიტინგით უთანაბრდებადიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს , ჩეხეთს, ხორვატიას,  ლატვიას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...