24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: ორშაბათს გვეწყება კალენდარული ზამთარი, თუმცა უკრაინაში ის დიდი ხანია დაწყებულია და რუსეთის სამხედრო იერიშების ფონზე, უკრაინა ყველაზე მძიმე ზამთარს ხვდება

„უკრაინის ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უზრუნველყო, კერძოდ: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1 500 000 ლარის ღირებულების გენერატორების შესყიდვაზე უკრაინისთვის. მანამდე (2022 წლის დეკემბერში), საქართველომ უკრაინას უკვე გაუგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დროებით უზრუნველყოფას ემსახურებოდა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დეტალურად განიხილავს უკრაინაში არსებულ ვითარებას ენერგოდეფიციტის კუთხით.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო იერიშების ფონზე, უკრაინა ყველაზე მძიმე ზამთარის მოლოდინშია.

„ორშაბათს გვეწყება კალენდარული ზამთარი, თუმცა უკრაინაში ის დიდი ხანია დაწყებულია და რუსეთის სამხედრო იერიშების ფონზე, უკრაინა ყველაზე მძიმე ზამთარს ხვდება: თბოენერგეტიკის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, გაზგამანაწილებელი ქსელები – დაუცველი, ელექტროენერგიის იმპორტი – ზღვრული. უკრაინელებისთვის ეს იქნება თვითგადარჩენის ზამთარი.
უკრაინის თბოსადგურების დიდი ნაწილი (თითქმის ორი მესამედი) დაზიანებულია, განადგურებულია, ან ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. სახელმწიფო კომპანია „ცენტრენერგო“ აცხადებს, რომ ბოლო მასიური იერიშების შემდეგ, მისი ენერგობლოკები პრაქტიკულად „ნულამდე“ ჩამოვიდა. კერძო სექტორის მსხვილი კომპანია (DTEK) ასევე კრიტიკულ ზიანზე საუბრობს.

შემოდგომაზე რუსეთის შეტევები ძირითადად უკვე გაზის ობიექტებზე გადავიდა: გაზგამანაწილებელ სადგურებზე, საცავებზე, წნევის სადგურებზე. „ნაფტოგაზზე“ განხორციელებული იერიში ოქტომბერში იყო ომის ყველაზე მსხვილი დარტყმა გაზის სექტორზე, პირდაპირ გათვლილი ზამთრის სეზონის ჩაშლაზე.

ევროპულ ქსელთან სინქრონიზაცია უკრაინას აძლევს შესაძლებლობას იმპორტით შეავსოს ენერგოდეფიციტი, მაგრამ ეს არის, შეზღუდული მოცულობით, საკმაოდ ძვირი არასაკმარისი (მასშტაბური დაზიანებებისას). ენერგეტიკის სფეროში ვეღარ მალავენ იმას, რომ გამორთვები ყოველდღიური რუტინა გახდება, განსაკუთრებით კრიტიკული იქნება დილა-საღამოს პიკური დატვირთვები, ხოლო ყინვებისას, იქნმება, საათობითა და დღეობით შეწყვეტილი ელექტრომომარაგება.

საერთაშორისო ორგანიზაციები ამზადებენ გათბობის პუნქტებს, გენერატორებს, საწვავის მარაგებს, მაგრამ მასშტაბური იერიშების შემთხვევაში, ყველაფრის დროულად მიწოდება შეუძლებელი გახდება. როდესაც ვწერთ და ვმსჯელობთ ამ ომის სასწრაფოდ დასრულების თაობაზე, გვამოძრავებს უდანაშაულო მოსახლეობაზე ზრუნვა, რომლის წინაშე ყველანაირი პოლიტიკური არგუმენტი აზრს კარგავს.

უკრაინის ენერგოკრიზისის ფონზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უზრუნველყო, კერძოდ: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1 500 000 ლარის ღირებულების გენერატორების შესყიდვაზე უკრაინისთვის. მანამდე (2022 წლის დეკემბერში), საქართველომ უკრაინას უკვე გაუგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დროებით უზრუნველყოფას ემსახურებოდა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები