24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

დავით ჩიხელიძე: „ჯიპას“ უნივერსიტეტი გადაიქცა უცხოური სტრუქტურების პლატფორმად, სადაც აკადემიური პროცესის მიღმა მედიაპროექტებად შენიღბული პოლიტიკური ოპერაციები ხორციელდება

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დასავლური ფონდების საქმიანობის ტაქტიკის შეცვლას და დაფინანსების ახალი არხების შექმნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უცხოური ფულის ნაკადი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცა, ზეწოლის გაგრძელება სხვა გზებით გადაწყდა – მათ შორის, აკადემიური სივრცის გამოყენებით.

მისივე შეფასებით, ბოლო ათ თვეში ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან გადმორიცხული 17 მილიონ ლარზე მეტი მიმართულია არა თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად, არამედ ხელოვნურად შექმნილი ონლაინ-პლატფორმების გასაძლიერებლად, რომლებიც პროტესტის იმიტაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და სახელმწიფო პროექტების დისკრედიტაციას ახორციელებენ.

„საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდგომ დასავლურმა ფონდებმა სწრაფად შეცვალეს მუშაობის ტაქტიკა. მას შემდეგ, რაც დაფინანსების არხები კონტროლის ქვეშ მოექცა, საქართველოზე ზეწოლის გაგრძელება სხვა გზებით გადაწყდა. სცენაზე ერთ ერთ მნიშვნელოვან რგოლად ჯიპას უნივერსიტეტი გამოდის. რომელიც უცხოური სტრუქტურებისთვის ახალი მოდელის პლატფორმად გადაიქცა, სადაც აკადემიური პროცესის მიღმა, „მედიაპროექტებად“ შენიღბული პოლიტიკური ოპერაციები ხორციელდება.

შეიქმნა რიგი ფეიკ-მედია ორგანიზაციები, რომლებიც ფორმალურად ჟურნალისტურ ორგანიზაციებად პოზიციონირებენ, რეალურად კი რედაქციების „აგენტ-პროვოკატორების“ არიან, ფულად ანაზღაურებას იღებენ და უცხოელი კურატორებისგან მიღებული დავალებით მუშაობენ.

ეს ჯგუფები არა ჟურნალისტურ სტანდარტებს, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო შეტევებს ემსახურებიან. სწორედ ამ მიზნისთვის, ბოლო ათი თვეში, ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან გადმორიცხული 17 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიმართულია არა თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე, არამედ ხელოვნურად შექმნილი ონლაინ-პლატფორმების გასაძლიერებლად, რომლებიც პროტესტის იმიტაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების დისკრედიტაციას ახდენენ.

ამ ახალი ქსელის ფუნქციაა მუდმივად შექმნას შიდა დაძაბულობა, დააყენოს ეჭვქვეშ ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეკონომიკური სტაბილურობა და ნებისმიერი ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივა. სამუშაო მეთოდიც მარტივია „სტუდენტური პროექტების“, „ტრენინგების“ და „მედია-ინიციატივების“ ქვეშ იმალება კარგად ორგანიზებული, ტექნიკურად მომზადებული და ჰონორარებით დაფინანსებული აგენტურული ჯგუფები.
გამჭვირვალობის კანონის მიღებას არ მოჰყოლია უცხოური წნეხის შემცირება, მხოლოდ ფორმა შეიცვალა. უცხოური ფული, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობას ახალი გზებით აგრძელებს.“ – წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები