24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი „კომედი შოუს“ მსახიობებზე: „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში რომ დგანან და საქართველოს წინააღმდეგ ღიად მოქმედებენ, ცხადია, ყველაფერს იმსახურებენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ დესტაბილიზაციას

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის კლოუნებმა მდარე “სიმღერა” გამოაქვეყნეს, რომელიც გარდა იმისა, რომ ბინძური პროპაგანდაა, პირდაპირი შეტევაა საქართველოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ოპოზიციის მხრიდან ამ სიცრუის ტირაჟირება, – წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქმე იმაშია, რომ დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ სტაბილურობის დარღვევას და დესტაბილიზაციას. ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში კი ეს კლოუნები ფულს იღებენ.

„რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის კლოუნებმა მდარე “სიმღერა” გამოაქვეყნეს, რომელიც გარდა იმისა რომ ბინძური პროპაგანდაა, პირდაპირი შეტევაა საქართველოზე და ქვეყნის ეკონოიმიკაზე. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ოპოზიციის მხრიდან ამ სიცრუის ტირაჟირება. ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობის სამსახურში რომ დგანან და საქართველოს წინააღმდეგ ღიად მოქმედებენ, ცხადია, ყველაფერს იმსახურებენ, მაგრამ საქმე აქ ამ კლოუნებში არ არის. საქმე იმაშია, რომ დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ სტაბილურობის დარღვევას და დესტაბილიზაციას. ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში კი ეს კლოუნები ფულს იღებენ. იცნობდეთ სახეზე ადამიანებს, ვინც მშვიდობას და სტაბილურობას ეწინააღმდეგება!“ – წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/share/p/17cesMoax8/

ავტორი:

ბოლო სიახლეები