გიორგი გამსახურდია: ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, უბრალოდ, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ, თუ როგორ ვიცხოვროთ

სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს სახით არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი და ქართულ საზოგადოებას გარე ძალები არ უნდა კარნახობდნენ, როგორ იცხოვროს ან როგორი პოლიტიკა გაატაროს.

“სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში. უკრაინის უკრაინაში, პოლონეთის პოლონეთში და საქართველოსი საქართველოში. უბრალოდ, მათ უნდა ახსოვდეთ ის, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ გარე ძალები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ორმაგ სტანდარტებს და სირაქლემას პოზიციას, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ისტორიული ურთიერთობები.” – წერს გიორგი გამსახურდია.

https://x.com/GeorgeGamsa1979/status/1992224594296537355?t=Xsytx6c9CFqdxkr0_b_SFA&s=08

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...