22 ნოემბერი, შაბათი, 2025
22 ნოემბერი, შაბათი, 2025

თეონა აქუბარდია: რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია

“დიახ უკრაინა ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ”- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია, “იმედის” ფეისბუქ გვერდზე უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებაა მოყვანილი, რომელიც “სამშვიდობო გეგმას” ეხება.

აქუბარდიას თქმით, მეოთხე წელია რუსეთმა კიევი ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ნატოში წევრი გახდა.

“მეოთხე წელია ამ თქვენმა სანაქებო რუსეთმა კიევი ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ორი ნეიტრალური ქვეყანა ნატოში წევრი გახდა. დიახ უკრაინა ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ, როცა რუსეთის მიერ ქვეყნის 20% ოკუპირებულია მაგას თუ ახსნით, თორემ ამ ომში აგრესორი რუსეთი რომაა ეს ყველამ იცის”- წერს აქუბარდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები