20 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025
20 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

თამთა მეგრელიშვილი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სურვილი და მზაობა საქართველოს კერძო სექტორი 300 მლნ ევროთი დააფინანსონ არის აღიარება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ქართულ სახელმწიფოში მშვიდობა და მისი სტაბილური განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სურვილი და მზაობა საქართველოს კერძო სექტორი 300 მლნ ევროთი დააფინანსონ არის აღიარება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ქართულ სახელმწიფოში მშვიდობა და მისი სტაბილური განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, EBRD-ის ინვესტიციები და ჩართულობა უმნიშვნელოვანეს პროცესში არის ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონის სატრანსპორტო კვანძია, არამედ ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით არის სტაბილური, დასაყრდენი და მდგრადი.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სურვილი და მზაობა საქართველოს კერძო სექტორი 300 მლნ ევროთი დააფინანსონ არის აღიარება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ქართულ სახელმწიფოში მშვიდობა და მისი სტაბილური განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნა.

“შუა დერეფანი” არის პროექტი სადაც კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში.
ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, არსებული პოლიტიკური გარანტიები არის ის მთავარი საფუძველი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას პრაქტიკულ დონეზე შეცვლის და ამ პროცესში სხვა სახელმწიფოების გვერდით მომგებიან პოზიციებში მოგვაქცევს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეები შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეაფასებენ.

EBRD-ის ინვესტიციები და ჩართულობა ზემოაღნიშნულ უმნიშვნელოვანეს პროცესში არის ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონის სატრანსპორტო კვანძია, არამედ ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით არის სტაბილური, დასაყრდენი და მდგრადი.“ – თამთა მეგრელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები