DW: ჩინეთი გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი კიდევ ერთხელ გახდა და ამით აშშ ჩამოიტოვა

ჩინეთი გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ გახდა და ამით აშშ ჩამოიტოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გერმანიაში ჩინური პროდუქციის იმპორტის მოცულობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით გაიზარდა და 124,5 მილიარდი ევრო შეადგინა.

ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ კი 185,9 მილიარდი ევრო შეადგინა. ამასობაში, გერმანული საქონლის ექსპორტი ჩინეთში 12,3%-ით დაეცა და 61,4 მილიარდი ევრო შეადგინა.

როგორც DW აღნიშნავს, 2016-2023 წლებში ჩინეთი გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი უკვე იყო. 2024 წელს გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო მიმდინარე წლის იანვრიდან გერმანული საქონლის ექსპორტი აშშ-ში შემცირდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...