“14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს… ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია” – გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა “ქართული ოცნების” ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.

მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა.

“არასრულწლოვანები და, ხშირ შემთხვევაში, 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს და გარკვეულ კრიმინალურ ქმედებებს. ყველაფერმა ამან, ბუნებრივია, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი კანონმდებლობაც. ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...