19 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025
19 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025

არჩილ გორდულაძე- სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი. ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ზრუნვასთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძემ დეტალურად ახსნა თუ რას ემსახურება კანონპროექტი და როგორ მოხდება მისი აღსრულება.

„გერმანული პრაქტიკის გამოყენება ხდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, რომლის მიხედვითაც მულტიდისციპლინარული გუნდი, სადაც ჩართულები იქნებიან ექსპერტები, ფსიქოლოგები და ამავდროულად, არასრულწლოვანთა მშობლებიც იმსჯელებენ არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ ბავშვს კონკრეტულ კანონის დამრღვევ სოციუმთან აღარ ჰქონდეს კავშირი. ამ ბავშვის გადაყვანა სასამართლო კონტროლით მოხდება სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მათ მიმართ განხორციელდება შესაბამისი ზრუნვითი პროგრამები, სადაც ჩართულები იქნებიან ექსპერტები. ბავშვის მოთავსება შეიძლება ექვსი თვის ვადით, სადაც ნებისმიერ პირს, კანონიერ წარმომადგენელს, მშობელს თავისუფლად შეეძლება მოინახულოს ბავშვი და დააკვირდეს მის მიმართ ზრუნვის შესაბამისი პროგრამების განხორციელებას. სასამართლოს კონტროლითვე შესაძლებელია, რომ ექვ თვემდე ადრეც გათავისუფლდეს ბავშვი აღნიშნული დაწესებულებიდან.

ამავდროულად, თუ მზრუნველობა უფრო გასახანგრძლივებელი იქნება, ექსპერტების ჩართულობით კომისია იმსჯელებს ამ საკითხებზე და ისევ სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ვადა გააგრძელოს“-აღნიშნა გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ განმარტა, კანონპროექტი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მისივე თქმით, ახალი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ მოხდეს არასრულწოვნების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა და იმ დამნაშავე პირებისგან გამოყოფა, რომლებსაც ზემოხსენებულ ბავშვებზე აქვთ ზეგავლენა.

„სამწუხაროდ ვხედავთ, რომ 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი. სამწუხაროდ, ამ ბავშვებს 14 წლამდე ასაკშიც აქვთ დანაშაულები ჩადენილი, რომელთა დაკავშირებითაც რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ვერ და არ დადგებოდა. არც მომავალში დადგება. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ბავშვებზე ზრუნვას და ისეთი პროგრამის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, რომელიც მაგალითად, გერმანიაში ხდება. ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობ, რომ ზუსტი და სრული ანალოგიაა გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობისა. მთავარი მიზანი არის ის, რომ არასრულწლოვნები არ მოხვდნენ ისეთ სოციუმში, სადაც მათზე პირებს ექნებათ გავლენა. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არასრულწლოვნების უკან დგანან ისეთი დამნაშავეები, რომლებიც ბავშვებს დანაშაულებში რთავენ და ამით ხელს ითბობენ. ამ პირებისგან განცალკევება და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა რომ მოხდეს, ახალი ცვლილებები ამ ყველაფერს უზრუნველყოფს“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები