პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მედიასთან საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის წესი იცვლება.
სოზარ სუბარის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება.
„თუ ვლაპარაკობთ იმაზე, არის თუ არა ეს რომელიმე ადამიანის უფლების დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის, რადგან ამაზე ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საბერძნეთის საქმესთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება.
გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრი მიხაელ როთი, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, აქეზებდა ქართულ ოპოზიციას, 2024 წლის არჩევნების წინ უშუალოდ იყო იმაში ჩართული, რომ ქართველი ემიგრანტები დარეგისტრირებულიყვნენ და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა იმ ამომრჩეველზე, რომელიც გერმანიაშია. ეს მაგალითად მოვიყვანე და ბუნებრივია, ასეთი ზეწოლებისგან თავისუფალი უნდა იყოს ქართველი ამომრჩეველი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.









