სტამბოლში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. შეხვედრები ეუთოს ორმოცდამეათე წლისთავს ეძღვნება. კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ სამხარაძემ მთავარი აქცენტები საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გააკეთა. თქვა, რომ საქართველო რუსეთის ოკუპაციის პირველი მსხვერპლი იყო, ახლა იყო დამატებით სხვა უცხოური პროქსი ძალებიც ერთვებიან ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მცდელობაში.
თავის სიტყვაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ეუთოს როლზეც და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის ერთ ერთი ფუნქცია – საარჩევნო დაკვირვებაც კი გახდა ფუნდამენტურად პოლიტიზებული.
“ინიციატივები, რომლებიც თავდაპირველად კეთილშობილური მიზნებით შეიქმნა, ხშირად, იდეოლოგიური მანიპულაციისა და მორალური დეგრადაციის მიმართ მოწყვლადია. ათწლეულების განმავლობაში, აგრესიების, ტერიტორიების ოკუპაციის, საქართველო რუსეთის ოკუპაციის ოკუპაციის პირველი მსხვერპლი იყო, უცხოელი ჩარევის, პროქსი კონფლიქტებისა და დესტაბილიზაციისთვის უცხოური დახმარების გამოყენების პირობებში, რიგი პოლიტიკური ჯგუფები წარსული შეცდომები გააზრებაზე კვლავ უარს აცხადებენ. პრობლემა რადიკალიზაციასა და დიალოგზე პირდაპირ უარი, განსაკუთრებით მათთან, ვინც პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო ნაწილს წარმოადგენს.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ როდესაც ვერ ახერხებენ დომინირების ლეგიტიმური საშუალებებით დამკვიდრებას, ისინი ძალადობას მიმართავენ. ფინანსურ, მორალურ და რიტორიკულ მხარდაჭერას უწევენ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც, სავარაუდოდ, დემოკრატიისთვის აშკარად არადემოკრატიული მეთოდებით იბრძვიან. ასეთი ქცევა არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ხშირად გვხვდება ნათქვამი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის გვირგვინი არის არჩევნების დაკვირვება, მაგრამ საარჩევნო დაკვირვება ფუნდამენტურად პოლიტიზებული გახდა – პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა ობიექტურ ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ სიახლოვეზე დაყრდნობით. ეს, თავის მხრივ, ძირს უთხრის ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ათწლეულების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მთლიანობასა და სანდოობას. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავინახავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემის დაბრუნებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ, რაც დემოკრატიის ძირითადი საფუძველია”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.









