4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: გახარია წაიყვანეს თავიანთმა პატრონებმა და დაუნიშნეს სტიპენდიაც იმ ყულაბიდან, საიდანაც საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად იგზავნებოდა ფული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ხალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ჰერტის სკოლაში გიორგი გახარიას დასაქმებას მედიასთან ეხმიანება.

მისი თქმით, გიორგი გახარია პატრონებმა დაასაქმეს და სტიპენდიას უხდიან იმ ყულაბიდან, საიდანაც საქართველოში რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ.

“თუ აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა გახარიას პოზიციაში, ახლა ეს ყველაფერი ნათელია. გახარია წაიყვანეს თავიანთმა პატრონებმა და დაუნიშნეს სტიპენდიაც იმ ყულაბიდან, საიდანაც საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად იგზავნებოდა ფული. წაიყვანეს გახარია, გამოგზავნეს – ფიშერი და დესტრუქცია გრძელდება. საკუთარ აგენტებს პატრონები პატრონობენ, მაგრამ ეს პატრონობაც მორყეულია, რადგან სიმართლე უკვე თვალნათელია საზოგადოებისთვის,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.