15 ნოემბერი, შაბათი, 2025
15 ნოემბერი, შაბათი, 2025

დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან. ჯერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციას აღვივებდა, დღეს კი გერმანიის ელჩი ცდილობს წაახალისოს დესტრუქცია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევრობიუროკრატების პოზიციებს და პეტერ ფიშერის განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.

“ვფიქრობ, მეტი დაფიქრებით, გონიერებით და თავშეკავებულობით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს, რადგან ეს არის პირდაპირი პროვოკაცია”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევის მცდელობა პირველი არ არის, თუმცა ეს კიდევ დამატებითი ლუსტრაციაა.

“ევროლიბერალებმა გახარია წაიყვანეს, ფიშერი კი ახალი ინსტრუქციებით გამოგზავნეს. როგორც ჩანს, ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან. ჩვენ ვნახეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციას აღვივებდა, დღეს ვუყურებთ გერმანიის ელჩს საქართველოში, რომელიც ცდილობს წაახალისოს დესტრუქცია.

წარსულშიც ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც აქციაზე პირდაპირ მაიდანის მოწყობას უწყობდა ხელს. ეს არ არის ახალი, მაგრამ კიდევ დამატებითი ლუსტრაციაა. ვფიქრობ, მეტი დაფიქრებით, გონიერებით და თავშეკავებულობით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს, რადგან ეს არის პირდაპირი პროვოკაცია,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები