14 ნოემბერი, პარასკევი, 2025
14 ნოემბერი, პარასკევი, 2025

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის მიერ ბრიფინგზე წაკითხულ წერილზე: ეს არის პირდაპირი ინსტრუქცია და პატრონებისგან მიღებული დავალება, თუ როგორ უნდა მართონ რადიკალური პროცესები ქვეყანაში

„ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის მოწოდებული წერილი მათ ისე უნდა წაეკითხათ, რომ წერტილ-მძიმე არ უნდა შეცვლილიყო. ეს არის დადასტურება იმის, თუ როგორ იმართება საქართველოში გარედან რადიკალური პროცესები და თავად ოპოზიცია,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან ჯობავას მიერ ბრიფინგზე სიტყვა-სიტყვით გაჟღერებულ მიმართვაზე, რომლის ტექსტიც რადიკალებმა ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან მიიღეს.

თამთა მეგრელიშვილის თქმით, ასეთი დავალებები ოპოზიციას ჰაერივით ჭირდება, ვინაიდან რადიკალური პროცესების განვითარების მუხტი ქვეყანაში არ არის.

„ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის მოწოდებული წერილი მათ ისე უნდა წაეკითხათ, რომ წერტილ-მძიმე არ უნდა შეცვლილიყო. ეს არის დადასტურება იმის, თუ როგორ იმართება საქართველოში გარედან რადიკალური პროცესები და თავად ოპოზიცია.

ეს წერილი არის პირდაპირი ინსტრუქცია და ოპოზიციური სპექტრისთვის მათი პატრონებისგან მიღებული დავალება, თუ რა რადიკალურ ხერხებს უნდა მიმართონ, რათა წახალისდეს რევოლუციური პროცესები ქვეყანაში.

დავალების გაცემა საჭიროა, რადგან ოპოზიციური სპექტრი და მათი პატრონებიც ძალიან კარგად ხედავენ და აანალიზებენ იმას, რომ საქართველოში, ქართულ სახელმწიფოში და ქართველ ხალხში აღარ არის ის მუხტი, რომელიც მათ ხელოვნურად შექმნეს. ასეთი დირექტივები და გარედან გაცემული დავალებები არის ერთგვარი სულის შთაბერვა იმ პროცესების წახალისებისათვის, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს პოლიტიკურად ძალიან სჭირდება,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები