„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციამ ბრიუსელიდან მორიგი დავალება მიიღო (სააგენტოს ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს).
ეკა სეფაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტიდან ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიცია დამონებულია.
„[რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] იმდენად დამონებულები არიან გარედან მართული ძალების მიერ და იმდენად არ ენდობიან გარე ძალები ქვეყნის შიგნით წარმოდგენილ, ძალიან დაბალი პროფესიონალიზმის მქონე აგენტურას, რომ პირდაპირი მითითება იყო [ბრიუსელიდან მათთვის გამოგზავნილ დოკუმენტში], რომ ერთი სიტყვაც არ შეეცვალათ [ტექსტში]. ანუ, ასეთი მარტივი ტექსტის დაწერაც კი არ ანდეს ადგილობრივ აგენტურას – დაუწერეს ტექსტი და მიუთითეს, რომ მკვეთრი ან რადიკალური ცვლილებები არ განეხორციელებინათ. ეს ნიშნავს, რომ [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] ძალიან დამონებულები არიან“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.









