WELT: გერმანიის კანცლერი მოითხოვს, რომ უკრაინელები გერმანიაში ჩასვლის ნაცვლად საკუთარ ქვეყანაში დარჩნენ

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ზელენსკისთან საუბარში მოითხოვა, რომ უკრაინელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებმა, გერმანიაში წასვლის ნაცვლად „სამხედრო სამსახური საკუთარ ქვეყანაში მოიხადონ“- ამის შესახებ გამოცემა welt-ი წერს.

მისივე განცხადებით, მან ამის უზრუნველყოფა პრეზიდენტ ზელენსკის მოსთხოვა.

მერცის თქმით, გერმანია დაიღალა ათიათასობით ახალი ლტოლვილის მიღებით, ხოლო უკრაინას ფრონტზე პერსონალის დეფიციტი აქვს.

„მე ვთხოვე უკრაინის პრეზიდენტს, უზრუნველყოს, რომ უკრაინელი ახალგაზრდები დიდი რაოდენობით არ ჩამოვიდნენ გერმანიაში და სამშობლოში იმსახურონ. ისინი იქ საჭირონი არიან“, – განაცხადა კანცლერმა ბერლინში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, მერცმა მოუწოდა კიევს, „განახორციელოს დამატებითი რეფორმები განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში და გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“ ენერგეტიკის სექტორში გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რამაც რამდენიმე მინისტრის გადადგომა გამოიწვია და უკრაინასა და მის ევროპელ სპონსორებს შორის ნდობის საკითხები წამოჭრა.

https://www.welt.de/politik/ausland/article690c39e80580923d09988cfe/ukraine-krieg-merz-selenskyj-soll-dafuer-sorgen-dass-ukrainer-ihrem-land-dienen-statt-nach-deutschland-zu-kommen-liveticker.html

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...