ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია წიკლაურმა სამგორის რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, ის გაეცნო რამდენიმე ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებს, მათ შორის სანიაღვრე ქსელის მოწყობას და რეაბილიტაციის მიმდინარეობას.

„მიმდინარეობს სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩა N6 დან, ნაკადულის ქუჩა N25 ის გავლით ქინძმარაულის შესახვევის კორპუსი N 30 დან კორპუსი N25ა -მდე სანიაღვრე ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწობა 600 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელი, სამუშაოების ღირებულება 230 000 ლარია,“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...