13 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025
13 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია წარადგინა

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა პროექტის ავტორმა თამარ ჩიბურდანიძემ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, პროფესორები და სტუდენტები.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფო პოლიტიკის კურსის გატარება მათივე მონაწილეობით და შემოქმედებითი აქტივობებით.

პროექტი ხორციელდება საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მიერ, ს(ს)იპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების“ ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ENG GEO ძიება...