გიორგი ზერეკიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე- მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, პირადად მისთვის არის მნიშვნელოვანი.

ზერეკიძე მადლობას უხდის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღდგენილი სამართლიანობისთვის.

„სააკაშვილის ციხეში გადაყვანა პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია! მართალია ოცნების ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა ეგ მანიაკი მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აღდგენილი სამართლიანობისთვის!“- წერს ზერეკიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...