კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ.

ცვლილებების მიღების შემდეგ, ანტიკორუფციული რეფორმის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.

მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, მთავრობის ამბიციური გეგმაა კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოს სამეულში მოხვდეს, რისთვისაც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გამოცხადდა. მათივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ერთგვარ პრევენციულ ხასიათსაც ატარებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...