ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/ საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 4 საფეხურით დაწინაურდა, გლობალურ რეიტინგში 25-ე ადგილზე გამწესდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 17-ე პოზიციაზე მოხვდა.

ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ბრიტანული ორგანიზაცია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ და ამერიკული ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ თემატური კვლევებს.

კერძოდ, „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ ანგარიშის ნაწილში, გამოკითხვის მიზანი იყო, შეეფასებინა ბიუროკრატიის ხარისხი და უნარი განახორციელოს სახელმწოფო პოლიტიკა. რაც შეეხება ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ ანგარიშს, გამოკითხვა უკავშირდება იმის გარკვევას, თუ რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვისათვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების და სახელმწიფო სერვისების შეფერხების გარეშე.

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ა.შ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...