ეკა სეფაშვილი: დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამაზე მეტი თანხა გადავანაწილოთ

„[დღეს] პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა პროგრამაზე მეტი თანხა გადანაწილდეს.

„დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამაზე, პროპორციულად, უფრო მეტი თანხა გადავანაწილოთ. რა თქმა უნდა, სოციალურ საჭიროებებსა და მსგავს თემებზე ბიუჯეტის, დაახლოებით, ისევ მესამედი არის მიმართული, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისა და მმართველი გუნდისთვის“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...