“რადგან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სააკაშვილი აქტიურად ჩაერთო და იმ დეზინფორმაციის ნაწილი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მიზნად ინვესტიციის ჩაშლას, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას ისახავს, არ შემიძლია ერთი ისტორია არ გავიხსენო”- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში და აზიარებს მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სტრატეგიული მიწების გასხვისებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ “თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით”.
ექსპერტის თქმით, არაბი ინვესტორებისთვის მოქალაქეობის ფორსირებულად მინიჭების და ქართული მიწების ჩუქება სააკაშვილმა 2011 წლის ბოლოს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლიდა.
გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს იმაში სდებს ბრალს, რასაც თვითონვე აკეთებდა.
“რადგან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სააკაშვილი აქტიურად ჩაერთო და იმ დეზინფორმაციის ნაწილი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მიზნად ინვესტიციის ჩაშლას, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას ისახავს, არ შემიძლია ერთი ისტორია არ გავიხსენო.
2012 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენჭათ არაბ ინვესტორებს აგვისტოს თვეში ფორსირებულად, რომლებსაც მიზერულ თანხად გადაეცათ საკუთრებაში 3000 ჰექტარი მიწა საგარეჯოსა და სიღნაღში. ეს ჯგუფი ეწევა სოფლის მეურნეობას უკვე საკუთარ მიწებზე და აქ იაფად წარმოებული პროდუქტი მთლიანად გააქვს არაბულ ქვეყნებში.
თავისთავად ამაში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეში გახლავთ – მოქალაქეობის ფორსირებულად მინიჭების და ქართული მიწების ჩუქება სააკაშვილმა 2011 წლის ბოლოს დაიწყო. სწორედ მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლიდა. დასახელებული ფაქტის გარდა, 2012 წელს სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭების და უცხოელებზე მიწების ჩუქების რამდენიმე ასეული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის კახეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში.
ვინმე ფიქრობთ, რომ ამ უსამშობლოს ფულის გარდა რამე სხვა მოტივი ამოძრავებდა? ახლა კი წამოწოლილა პალატაში უტიფრად და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებდა ეს გარეწარი.”- წერს გვენეტაძე.
https://www.facebook.com/share/p/16bD3afBUT/?mibextid=wwXIfr









