დავით ქართველიშვილი: ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია

პარტია ” ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ჩანს თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ ბრალდებული ოპოზიციონერები უცხოელ პარტნიორებს.

ანალიტიკოსი ელენე ხოშტარიას ბრიფინგის კონკრეტულ მონაკვეთზე ამახვილებს ყურადღებად და აღნიშნავს, რომ სიტყვა “ფაილი”, როგორც ელენე ხოშტარია შეგროვებულ მასალასა და მტკიცებულებებზე საუბრობს, სპეც- სამსახურების ტერმინია და სხვა ამას არავინ იყენებს.

“თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული…

ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ.

გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები – მტკიცებულებას.

ხალხი – უბრალოდ ფაქტებს, ამბებს.

მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრომლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები – “ფაილებს”.

ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიკურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას
არ იყენებს.

დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. ფაქტია – ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია”,- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...