8 ნოემბერი, შაბათი, 2025
8 ნოემბერი, შაბათი, 2025

*დავით ქართველიშვილი ხოშტარიაზე- მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან, მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას “ფაილებს”*

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ელენე ხოშტარიას ვიდეოდან ფრაგმენტს, სადაც ის პარტნიორებისთვის გადასაცემ ფაილებზე საუბრობს.

ხოშტარია, როგორც ვიდეოში ამბობს, საზოგადოებას აცნობს იმ ადამიანების სიას, რომელთა სანქცირებაზეც მუშაობენ პარტნიორებთან და აცხადებს, „შევაგროვებთ ფაილებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს“.

ქართველიშვილი ხოშტარიაზე წერს, რომ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან, მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას “ფაილებს”.

„თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული…

ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ.

გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები – მტკიცებულებას.
ხალხი – უბრალოდ ფაქტებს, ამბებს.
მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები – “ფაილებს”.

ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას არ იყენებს.
დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. ფაქტია – ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად მაგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ქვია“- წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/share/v/1FXhEW3z8D/

ავტორი:

ბოლო სიახლეები