7 ნოემბერი, პარასკევი, 2025
7 ნოემბერი, პარასკევი, 2025

მიხეილ ყაველაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?!

ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირის ელჩის წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალები შეეცადნენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მიეწერათ და ვნებათაღელვა გამოეწვიათ. თუმცა დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებამდე გაცილებით ადრე, თავად ევროკავშირმა მიიღო.

„მთავარია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას. რეალურად შეაფასოს ის, რომ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეს და შეფასებაშიც იყო ობიექტური – ვინ რა განცხადებას აკეთებს და ა.შ.“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები