გიორგი ჩაკვეტაძე ჰერჩინსკის სკანდალურ წერილზე: გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო – თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო… თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე, – ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სკანდალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

ჩაკვეტაძის თქმით, 2024 წელს ზუსტად იგივე ნარატივით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ამავე დროს ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.

„გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო…
თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე. ამას პაველ ჰერჩინსკის 2 დღის წინანდელი წერილიც ადასტურებს.

ეს იმ სერიიდანაა, გამჭვირვალობა არაევროპული და ადმინისტრაციული შენობების შტურმი – ევროპული ღირებულებააო.

2024 წელს ამ ნარატივით, რადიკალებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს და ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.

იგივე ხელწერა იყო წელს, 4 ოქტომბერს, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა.

ბოდიშის მომხდელი ესენი არ არიან, მაგრამ ჩვენ იმავეს გავიმეორებთ:
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...