აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის კონგრესმენს, კით სელფს შეხვდა კით სელფი

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, კით სელფთან, რომელიც ტეხასის შტატს წარმოადგენს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. საელჩოს ცნობით, კონგრესმენი კიტ სელფი დამსახურებული სამხედრო ვეტერანი და ასევე აშშ-ის კონგრესის ვეტერანთა საკითხების კომიტეტის წევრია.

შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ასევე, ისაუბრეს რეგიონული და გლობალური მასშტაბით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

„ელჩმა ხაზი გაუსვა კონგრესმენის მიერ დიდი პატივისცემითა და სითბოთი, გამორჩეული ქართველის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მოგონებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...