როდესაც ევროკომისია საქართველოს პროგრესის ნელ ტემპზე საუბრობს, ეს კავშირშია საქართველოს მიმართ კომისიის დამოკიდებულებაზე, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტის წევრმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეცვალა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას არ მიჰყვა, რადგან საქართველოს არ შეეძლო ღრმა ეკონომიკური პრობლემების რისკზე წასულიყო.
„ასე დავიწყეთ ევროკავშირიდან არასამართლიანი მიდგომა საქართველოს მიმართ. მთავრობა პრორუსია მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ არ გარისკა ქვეყნის უსაფრთხოება – ეს არის მართლაც საშინელება და არასამართლიანი.
მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი ვყოფილიყავი, ზუსტად ასე მოვიქცეოდი, რადგან ეს არის პასუხისმგებლობა. ევროკავშირმა ვერ გაიგო მიზეზები და საქართველოს რეალობა, სრული სურათი და დაიწყო არასამართლიანი ზეწოლა.
ვწუხვარ, რომ ქართულ ოპოზიციას ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ასაზრდოებდა, რათა არ შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, სიტუაციის დარეგულირების შანსი ახლა გადის ოპოზიციაზეც, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას, კომუნიკაციას ხელისუფლებასთან და მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშმა.









