6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: არ უნდა დავივიწყოთ სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს” – რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს, თითქოს საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ინიციატივებს მხარს არ უჭერდა.

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – “საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.”

რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ, როდესაც, ომის დაწყებიდან, 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აღნიშნულ ჩანაწერს შალვა პაპუაშვილი გუშინ გამართულ ბრიფინგზეც გამოეხმაურა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები