„ქრონიკას“ პროკურატურაში განუმარტეს, რომ არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ეტაპზე პატიმრობაში იმყოფება, პროკურატურა დამატებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ მოითხოვს და ისინი დაელოდებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგენილ ბრალზე.
ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.









