6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

გიორგი გამსახურდია-„ნაცმოძრაობას“ უცხო ძალების დაკვეთით საქართველოს სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი- ეს არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალაა, არამედ კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები, რომ სამომავლოდ ხელი არავის წაუცდეს

გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
გამსახურდია აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უცხო ძალების (რუსეთის) დაკვეთით საქართველოს სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური ძალა არა მხოლოდ ასაკრძალია, არამედ კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ამასთან, გამსახურდია სახელმწიფო ინსტიტუტებს მადლობას უხდის.

„უხსოვარი დროიდან ვიძახი, რომ ნაცმოძრაობა პუტჩისტების სულიერი და პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ჯერ მათ მამებს და თვითონ, უცხო ძალების (რუსეთის) დაკვეთით საქართველოს სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი და ეხლაც ზუსტად იგივეს აკეთებდნენ და აკეთებენ. ეს არის არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალა არამედ, კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები. ისეთი მკაცრი სასჯელით, რომ არავის ხელი სამომავლოდ აღარ წაუცდეს. როგორ შეიძლება, საერთოდ ამათი თავისუფლებაზე ყოფნა, ამ სამშობლოს გამყიდველების? ჩემგან, როგორც პუტჩისტებისგან, ერთი დაზარალებული ოჯახის წევრის მხრიდან, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამათზე სამაგალითო პასუხის გაცემისათვის“- წერს გამსახურდია X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები