ევროკომისიას არ სურს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ვინაიდან კომისიას სურს მიკრომენეჯმენტი გაუკეთოს იმას, თუ რა პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს ხელისუფლება და ეს ბევრ თემას ეხება, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტის წევრმა ადნრაშ ლასლომ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ბოლო წლებში გაფართოების პოლიტიკა მექანიზმი გახდა ქვეყნებზე ზეწოლის განსახორციელებლად.
„ევროკომისიას არ სურს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ვინაიდან კომისიას სურს მიკრომენეჯმენტი გაუკეთოს იმას, თუ რა პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს ხელისუფლება და ეს ბევრ თემას ეხება – უკრაინაში ომის მხარდაჭერას, საგარეო პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, მათ შორის არასამთავრობოების გამჭვირვალობას, თუ ლგბტ მიმართულებებს. თუ ქვეყანა არ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირს სურს, მაშინ ევროკომისიას სურს ამ ქვეყნების სანქცირება. ზუსტად იგივე მდგომარეობაა უნგრეთშიც. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ევროკავშირს უნდა შეუერთდეს ის ქვეყანა, რომელიც მზადაა და სამწუხაროდ, ბოლო წლებში გაფართოების პოლიტიკა მექანიზმი გახდა ქვეყნებზე ზეწოლის განსახორციელებლად. გაფართოების პოლიტიკა დღეს არის მთლიანად ქაოსური. ევროკომისიას და ევროკავშირს სურთ, რომ მოლდოვამ და უკრაინამ რიგს გადაასწრონ და დაწინაურდნენ, რაც არღვევს მთლიანად იმ პრინციპს, რაც გულისხმობს დამსახურებაზე დაფუძნებულ წინსვლას. ამას აკეთებენ იმის გამო, რომ პოლიტიკურად აქტუალურია თემა. სანამ არ გვექნება სამშვიდობო შეთანხმება, ბევრი საკითხი წინ ვერ წავა“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსიმ წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა. გაიმართა ანგარიშის განხილვაც.









